გაერომ სირია-იორდანიის საზღვარზე, დევნილების ბანაკში 5,7 ათასი ოჯახისთვის დახმარება შეიტანა

22:58, 10.01.2018

გაეროს ჰუმანიტარულმა სამსახურებმა სირია-იორდანიის საზღვარზე მდებარე დევნილების ბანაკში 5,7 ათასი ოჯახისთვის დახმარება შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

მანამდე იორდანიამ გაერო-ს ნება დართო, ერ-რუკბანში, სირიელი ლტოლვილების ბანაკში ჰუმანიტარული დახმარება იორდანიის საზღვრის გავლით შეეტანა.

სირია-იორდანიის საზღვართან, ერ-რუკბანში ​ბანაკი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2014 წელს იორდანიამ მიგრანტებისთვის უსაფრთხოების საკითხებისა და ეკონომიკური სიტუაციის მიზეზით, საზღვარი ჩაკეტა.

რაიონს უკანონო შეიარაღებული ფორმირება აკონტროლებს, რის გამოც ბანაკში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა. გაეროს მონაცემებით, ბანაკში 50 000 დევნილი იმყოფება.

მსგავსი