გაერო უარყოფს ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს

23:39, 28.03.2025
FILE PHOTO: United Nations Secretary-General Antonio Guterres gestures as he attends a news conference in Beirut, Lebanon December 21, 2021. REUTERS/Mohamed Azakir/File Photo

FILE PHOTO: United Nations Secretary-General Antonio Guterres gestures as he attends a news conference in Beirut, Lebanon December 21, 2021. REUTERS/Mohamed Azakir/File Photo

გაერო უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს.

მოსკოვის ინიციატივას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინას ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომელსაც პატივი უნდა სცენ.

რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს და კიევში დროებითი გარდამავალი მთავრობა გაერო-ს ეგიდით უნდა ჩამოყალიბდეს.

მსგავსი