გაერო-ში უშიშროების საბჭოს სხდომას დონალდ ტრამპი პირველად უხელმძღვანელებს
გაერო-ში უშიშროების საბჭოს სხდომას დონალდ ტრამპი პირველად უხელმძღვანელებს

გაერო-ში დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველად უხელმძღვანელებს.

სხდომის მთავარი თემა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობაა. აშშ-ის პრეზიდენტი აქცენტს სირიის რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გააკეთებს.

თავდაპირევლად იგეგმებოდა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის ერთადერთი განსახილველი თემა ირანი იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით, დღის წესრიგი გაფართოვდა.

დაგეგმილი სხდომის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. აბას არგჩის თქმით, აშშ-ი ტრამპის პოზიციის გამო, უშიშროების საბჭოს სხდომაზე „იზოლაციაში“ დარჩება.

„ირანს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოს ევროპელი წევრები ირანთან გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას აპირებენ და ხაზს გაუსვამენ მის მნიშვნელობას“, – განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.

მანამდე, დონალდ ტრამპი გაერო-ს გენერალურ დებატებზე გამოვიდა სიტყვით და ირანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.