გაერო-ში სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება
გაერო-ში სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება

გაერო-ში სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ მგერ მარგარიანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს საფრანგეთის ინიციატივით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების საკითხზე მსჯელობდნენ.

როგორც სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა თქვა, აზერბაიჯანი გეგმავს მორიგ შეტევას, რითაც გააფართოვებს აგრესიის გეოგრაფიას ნახიჩევანის მიმართულებით, რათა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე დერეფანი შექმნას.

გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ბაქო სომხეთის წინააღმდეგ აგრესიაში.

„აზერბაიჯანმა შეიარაღების ფართო დიაპაზონი გამოიყენა, მათ შორის არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები. აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, რაც საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა“, – განაცხადა გაერო-ში სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.