გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი - საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ აშშ-მა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ თავი ერთგვარ „უზენაეს მსაჯულად“ წარმოაჩინოს
გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი - საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ აშშ-მა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ თავი ერთგვარ „უზენაეს მსაჯულად“ წარმოაჩინოს

საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ თავი ერთგვარ „უზენაეს მსაჯულად“ წარმოაჩინოს, – ეს განცხადება გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

„შეერთებულ შტატებს არ უნდა მიეცეს უფლება, თავი წარმოაჩინოს, როგორც ერთგვარმა უზენაესმა მსაჯულმა, ერთადერთმა უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიჭრება, განსაზღვრავს დამნაშავეებს, დააწესებს სასჯელს და აღასრულებს მას, საერთაშორისო იურისდიქციის, სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის კონცეფციების მიუხედავად“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, აშშ ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციით ნეოკოლონიალიზმს აძლევს ბიძგს.

„განსაკუთრებით თვალში საცემია უპრეცედენტო ცინიზმი, რომლითაც ვაშინგტონს არც კი უცდია, შეენიღბა თავისი დანაშაულებრივი ოპერაციის ნამდვილი მიზნები – ვენესუელის ბუნებრივ რესურსებზე შეუზღუდავი კონტროლის დამყარება და ლათინურ ამერიკაში თავისი ჰეგემონიური ამბიციების განმტკიცება. ამგვარად, ვაშინგტონი ახალ იმპულსს აძლევს ნეოკოლონიალიზმსა და იმპერიალიზმს, რომლებიც არაერთხელ და გადამწყვეტად უარყვეს ამ რეგიონის და მთლიანად გლობალური სამხრეთის ხალხებმა“, – განაცხადა ნებეზნიამ.