გაერო-ში რუსეთის ელჩი – კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის წინააღმდეგ კიევის მიზანმიმართული დივერსია შეიძლება, კლასიფიცირებული იყოს, როგორც ომის დანაშაული ან ტერორისტული აქტი

09:43, 07.06.2023
TASHKENT, UZBEKISTAN - APRIL 7, 2017: Russia's Deputy Foreign Minister Vasily Nebenzya looks on at a meeting of the CIS (Commonwealth of Independent States) Council of Foreign Ministers. Alexander Shcherbak/TASS

Óçáåêèñòàí. Òàøêåíò. 7 àïðåëÿ 2017. Çàìåñòèòåëü ìèíèñòðà èíîñòðàííûõ äåë ÐÔ Âàñèëèé Íåáåíçÿ âî âðåìÿ çàñåäàíèÿ Ñîâåòà ìèíèñòðîâ èíîñòðàííûõ äåë (ÑÌÈÄ). Àëåêñàíäð Ùåðáàê/ÒÀÑÑ

TASHKENT, UZBEKISTAN - APRIL 7, 2017: Russia's Deputy Foreign Minister Vasily Nebenzya looks on at a meeting of the CIS (Commonwealth of Independent States) Council of Foreign Ministers. Alexander Shcherbak/TASS Óçáåêèñòàí. Òàøêåíò. 7 àïðåëÿ 2017. Çàìåñòèòåëü ìèíèñòðà èíîñòðàííûõ äåë ÐÔ Âàñèëèé Íåáåíçÿ âî âðåìÿ çàñåäàíèÿ Ñîâåòà ìèíèñòðîâ èíîñòðàííûõ äåë (ÑÌÈÄ). Àëåêñàíäð Ùåðáàê/ÒÀÑÑ

გაერო-ში რუსეთის ელჩი ვასილი ნებენზია კახოვკის კაშხლის აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს.

„კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის წინააღმდეგ კიევის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული დივერსია უკიდურესად საშიშია და, არსებითად, შეიძლება კლასიფიცირებული იყოს, როგორც ომის დანაშაული ან ტერორისტული აქტი“, – განაცხადა ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

დიპლომატის თქმით, უკრაინას სურს საჭირო მიზნების განსახორციელებლად ყურადღების მიპყრობა.

„განხორციელებულ დივერსიას ორი აშკარა მიზანი აქვს: პირველი არის მაქსიმალური ყურადღების მიპყრობა, რომ შეიქმნას ხელსაყრელი შესაძლებლობები მისი ქვედანაყოფების გადაჯგუფებისთვის, რათა განაგრძოს ფართოდ რეკლამირებული კონტრშეტევა, რომელიც აშკარად ჩავარდა და ვერ აღწევს დასახულ მიზნებს; თავდასხმის მეორე მიზანია ვრცელ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის მაქსიმალური ჰუმანიტარული ზიანის მიყენება, რაც გარდაუვალია წყლისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ძირითადი ობიექტის განადგურების შემდეგ“, – აღნიშნა გაერო-ში რუსეთის ელჩმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნით დაინიშნა. დიპლომატებმა კახოვკის ელექტროსადგურის წყალსაცავის აფეთქების შესახებ იმსჯელეს. კიევი და მოსკოვი ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მსგავსი