გაერო-ში პალესტინელების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის სექტორს საცხოვრებლად უვარგისს გახდის

21:18, 08.12.2023

გაერო-ში პალესტინელების წარმომადგენელმა, რიად მანსურმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორს საცხოვრებლად უვარგისს გახდის. ამის შესახებ განცხადება მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„ისრაელის მიზანი ნათელია და ეს იყო ღაზის სექტორიდან ხალხის გაყვანა“, – ამბობს მანსური.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტს უნდა უყაროს კენჭი.

მსგავსი