გაერო-ში ისრაელის ელჩი - დღევანდელი დღე სამარცხვინოდ ჩაივლის, ყველანი მოწმენი ვართ, რომ გაერო აღარ ფლობს თუნდაც ერთ გრამ ლეგიტიმურობას ან აქტუალობას
გაერო-ში ისრაელის ელჩი - დღევანდელი დღე სამარცხვინოდ ჩაივლის, ყველანი მოწმენი ვართ, რომ გაერო აღარ ფლობს თუნდაც ერთ გრამ ლეგიტიმურობას ან აქტუალობას

ისრაელი უარყოფს გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც მხარეებს ღაზაში „ჰუმანიტარული ზავის“ დამყარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა.

„ეს ბნელი დღეა გაერო-სა და კაცობრიობისთვის“, – ამბობს ელჩი.

გილად ერდანი პირობას დებს, რომ მისი ქვეყანა გამოიყენებს „ყველა საშუალებას“ ჰამასთან საბრძოლველად.

„დღეს არის დღე, რომელიც სამარცხვინოდ ჩაივლის. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ, რომ გაერო აღარ ფლობს თუნდაც ერთ გრამ ლეგიტიმურობას ან აქტუალობას“, – თქვა მან.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს.