გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელი - ჩინეთი მზად არის, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობები უზრუნველყოს
გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელი - ჩინეთი მზად არის, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობები უზრუნველყოს

ჩინეთი მზად არის, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობები უზრუნველყოს და გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ხელშეწყობაში. ამის შესახებ გაერო-ში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, გენ შუანმა განაცხადა.

„საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებასთან ერთად, კონფლიქტის გაფართოების რისკი არსებობს. კონფლიქტის თითოეული დღე მსოფლიოსთვის საფრთხეს ზრდის. რაც უფრო ადრე დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, მით უფრო ადრე დადგება მშვიდობა“, – განაცხადა მან.

ჩინელი დიპლომატის თქმით, ჩინეთის პოზიცია უცვლელია და ის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას გულისხმობს; ამასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური შეშფოთება უნდა იქნეს სერიოზულად გათვალისწინებული.

„ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას კონფლიქტის ყველა მხარისადმი, გამოავლინონ პოლიტიკური ნება, გადადგან ერთმანეთისკენ ნაბიჯი, მიაღწიონ კონსენსუსს, შეწყვიტონ ბრძოლა და დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისთვის პირობების შესაქმნელად და პოლიტიკური დარეგულირების მისაღწევად“, – განაცხადა გენ შუანმა.