გაერო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელი - მივესალმებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზით განცალკევებული მოსახლეობის შერიგების ხელშეწყობას ითვალისწინებს 
გაერო-ში ბრიტანეთის წარმომადგენელი - მივესალმებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზით განცალკევებული მოსახლეობის შერიგების ხელშეწყობას ითვალისწინებს 

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც დაფუძნებულია გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის საბოლოო აქტზე და საერთაშორისო სამართალზე, – ამის შესახებ გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 13 წლის შემდეგ, ბრიტანეთი კვლავ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის უკანონო ყოფნის გაგრძელებით ქვეყნის ტერიტორიებზე.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც დაფუძნებულია გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის საბოლოო აქტზე და საერთაშორისო სამართალზე. 2008 წლის შემდეგ, საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშ. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ფაქტობრივად ანექსირებულია. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ათასობით რუსი სამხედრო და მესაზღვრე იმყოფება, ზოგიერთი მათგანი საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 35 წუთის სავალ მანძილზეა. ამ სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზული და მზარდი შეშფოთების საგანია.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი ცხადი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გაიყვანოს სამხედროები ომამდე არსებულ პოზიციებზე. ასევე ვალდებულება რომ დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ ასევე მოუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს ამ ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მცოცავი ანექსიისკენ მიმართული ნებისმიერი პრაქტიკა.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზით განცალკევებული მოსახლეობის შერიგების ხელშეწყობას ითვალისწინებს და ვურჩევთ რუსეთს ხელის არ შეუშალოს მშვიდობის აღდგენას და მოსახლეობის კონტაქტებს. საქართველოს მოსახლეობის სოლიდარობის კუთხით, ბრიტანეთი ყოველწლიური რეზოლუციის დიდი ხნის მხარდამჭერია“, – განაცხადა გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.