გაერო-ში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი - ჯო ბაიდენს სურს, უკარნახოს ამერიკელებს, როგორ იცხოვრონ და იფიქრონ
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენს და მის მოკავშირეებს აშშ-ში სოციალიზმის დამკვიდრება სურთ.
„მათ სურთ, უკარნახონ ამერიკელებს, როგორ იცხოვრონ და რა იფიქრონ. მათ სურთ, ჯანდაცვის სექტორი სახელმწიფომ გააკონტროლოს. მათ „ფერკინგის მეთოდით“ გაზისა და ნავთობის მოპოვების აკრძალვა სურთ, რაც მილიონობით სამუშაო ადგილს გაანადგურებს. ისინი ოჯახებისთვის დიდი გადასახადების დაწესებას აპირებენ. ჯო ბაიდენი და მემარცხენე სოციალისტები აშშ-ის ეკონომიკისთვის კატასტროფა იქნება“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.
მისივე თქმით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა ყველაზე მეტად ჩინეთსა და ირანს სურთ.
„ჯო ბაიდენი კარგი პრეზიდენტია ირანისთვის და „ისლამური სახელმწიფოსთვის“, საუკეთესოა კომუნისტური ჩინეთისთვის. ის ღმერთის რჩეულია ყველასთვის, ვისაც სურს, რომ აშშ ბოდიშს იხდიდეს და ღირებულებებზე უარს აცხადებდეს“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.