გაერო-ში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზიდან 338 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
გაერო-ში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზიდან 338 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

გაერო-ში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად ღაზიდან 338 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

„გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა, რაც სულ 338 934-ს შეადგენს, რომელთაგან ორი მესამედი თავს გაერო-ს ეგიდით მოქმედ სკოლებში აფარებს“, – ნათქვამია გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.

ასევე, გახშირდა მოწოდებები ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე, რათა პალესტინელებს მიეცეთ საშუალება, დატოვონ კონფlიქტის ზონა.

როგორც „სიენენი“ წერს, 600 000 ადამიანს არ აქვს წყალი, ხოლო 800 000-ზე მეტ ადამიანს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკვების გარეშე ყოფნის საშიშროება უდგას.