გაერო-ში 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკვე მეორედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს
გაერო-ში 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკვე მეორედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთი თვის მანძილზე უკვე მეორედ დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო რეზოლუციას. ახალ რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგ ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერითრეამ მისცეს ხმა. 38 ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა თავი შეიკავა.

ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში გაერო-ს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.

ამ რეზოლუციის პროექტი უკრაინამ და მისმა მხარდამჭერმა რამდენიმე ქვეყანამ წარადგინა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 მარტს მიიღო პირველი რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა. მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა.