გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ევროპის ქვეყნები გოლანის მაღლობებზე აშშ-ის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ევროპის ქვეყნები არ ეთანხმებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, რომლითაც დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.
ბელგიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის მთავრობები აცხადებენ, რომ ევროპული პოზიცია არ შეცვლილა და გოლანის მაღლობები რჩება ისრაელის მიერ ოკუპირებულ სირიის ტერიტორიად.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სამი რეზოლუცია მოუწოდებს ისრაელს, დატოვოს გოლანის მაღლობები.
გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად აღიარა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი.