გაერო-ს უშიშროების საბჭომ ანტონიო გუტერეშის გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ანტონიო გუტერეშის გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
რეკომენდაცია უშიშროების საბჭომ გენერალურ ასამბლეას წარუდგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბჭო მხარს უჭერს გუტერეშის მეორე ვადით არჩევას 2022 წლის პირველი იანვრიდან.
გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის, სვენ იურგენსოსნის განცხადებით, გენერალური ასამბლეა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 18 ივნისს გამართავს სხდომას.
ანტონიო გუტერეშის თქმით, მოხარულია, რომ უშიშროების საბჭოს წევრებმა მას ნდობა გამოუცხადეს.
ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე პან გი მუნი 2017 წელს შეცვალა. 1995-2002 წლებში ის პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2005-2015 წლებში გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელად იყო დანიშნული.