გაერო-ს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს
გაერო-ს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები იმ ფონზე შეიკრიბებიან, როდესაც ყარაბაღში მცხოვრებლები ე.წ. ლაჩინის დერეფნის ბლოკირებასა და სურსათის დეფიციტზე საუბრობენ, რასაც, მათივე ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სააგენტო „როიტერი“ ესაუბრა ყარაბღის მცხოვრებლებს, რომლებიც საუბრობენ პროდუქტების, ბენზინისა და წამლების დანაკლისზე.

ე.წ. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. ერევანი ამ დერეფნის ბლოკირებაში ბაქოს ადანაშუალებს.

აზერბაიჯანის ბლოკადას უარყოფს და გამოდის შეთავაზებით, რომ ჰუმანიტარული ტვირთები აღდამი-ჰანკენდის გზით გადაიტანონ. სომხური მხარე ამ ვარიანტზე უარს ამბობს.

2020 წლის ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვში ხელმოწერილი განცხადების მიუხედვად, ყარაბაღის კონფლიქტის ზონასა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა რეგულარულად ისმის.

დღეს აზერბაიჯანში განაცხადეს, რომ დააკავეს დივერსიული ჯგუფის წევრები, რომლებიც აზერბაიჯანში შესვლას სომხეთიდან ცდილობდნენ. სომხეთში ამ ინფორმაციას ტყუილი იწოდეს.