გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს
გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხს 16 მაისს განიხილავს. ინფორმაციას ისრაელის მედია გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელზე, ლინდა თომას-გრინფილდზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად ისრაელსა და ღაზის სექტორში არსებული მდგომარეობის განხილვას ჩინეთი, ნორვეგია და ტუნისი 14 მაისს ითხოვდნენ.

16 მაისს ჩანიშნული შეხვედრა რიგით მესამე იქნება, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭო ამ საკითხზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 9 მაისიდან არ წყდება.

ცოტა ხნის წინ ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმებთან ერთად, ღაზის სექტორზე იერიში მიაქვს სახმელეთო და საჰაერო ძალებს. დარტყმები ხორციელდება ტანკებიდან, არტილერიიდან და სამხედრო ვერტმფრენებით. ამასთან, ისრაელის მედია ამტკიცებს, რომ ისრაელელ სამხედროებს ღაზის სექტორის საზღვარი ჯერ არ გადაუკვეთავთ.