გაერო-ს საიუბილეო გენერალურ ასამბლეაზე დღეს მსოფლიო ლიდერები სიტყვით გამოვლენ
გაერო-ს საიუბილეო გენერალურ ასამბლეაზე დღეს მსოფლიო ლიდერები სიტყვით გამოვლენ. კორონავირუსის პანდემიის გამო სესია დისტანციურად იმართება.
75-ე სესიაზე დღეს დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოვლა. როგორც ცნობილია, თავის სიტყვაში დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან ადგილს დაუთმობს ჩინეთსა და ირანს.
აღსანიშნავია, რომ ასამბლეის პირველ დღეს სიტყვით გამოვა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. როგორც კრემლში ამბობენ, ის მსოფლიოში წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
დღესვე დაგეგმილია ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის გამოსვლაც.
შეგახსენებთ, რომ წელს გაერო დაარსებიდან 75-ე იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით გუშინ საგანგებო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სიტყვით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები გამოვიდნენ. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.