გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად, 85 ხმით 26-ის წინააღმდეგ, ზურაბ პოლოლიკაშვილი უკვე მეორე ვადით დაამტკიცეს. პოლოლიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, პოლოლიკაშვილმა მთავარი აქცენტი გაამახვილა იმაზე, თუ როგორ უნდა აღდგეს პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფერო სწრაფად.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ხელახლა დამტკიცების შემდეგ,ზურაბ პოლოლიკაშვილმა მთავარ პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის ტურიზმი და რეგიონული განვითარება დაასახელა.

ესპანეთის დედაქალაქი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეას მასპინძლობს. კორონავირუსის გამო, ასამბლეა სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბა. ხვალ საბერძნეთში თვეების წინ მიღებული გადაწყვეტილება ამოქმედდება, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ორგანიზაციის წევრის სტატუსს ოფიციალურად გადაიბარებს. მანამდე კი, ასამბლეის დღის წესრიგის მთავარი თემა ტურიზმის სექტორში გაჩენილი სირთულეებისა და გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევაა.

ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა ტურიზმის მიმართ და პანდემიის გამო სამოგზაურო შეზღუდვების ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში მიღება, ასამბლეაზე გამომსვლელთა ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.