გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელი -  მსოფლიოს მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა 
გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელი -  მსოფლიოს მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა 

მსოფლიოს მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გერმანიის, ბრიტანთის, საფრანგეთისა და იტალიის მოსახლეობა ერთად აღებული, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა, დევიდ ბიზლიმ ნობელის პრემიის მიღების დროს განაცხადა.

„ამდენი ომის, კლიმატური ცვლილებების და ფართოდ გავრცელებული შიმშილის გამო, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო იარაღია, ასევე გლობალური ჯანდაცვის პანდემის ფონზე, რომელიც ყველაფერს ორმაგად ამძაფრებს – 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში თუ კრახს განვიცდით, ეს შიმშილის პანდემიას გამოიწვევს. ამ 270 მილიონი ადამიანიდან 30 მილიონის სიცოცხლე ჩვენზე 100 პროცენტითაა დამოკიდებული“,-  განაცხადა ბიზლიმ.

2020 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გაერო-ს მსოფლიო სასაურსათო პროგრამა გახდა. ორგანიზაციამ ჯილდო შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღო.

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფისი რომში მდებარეობს. პანდემიის გამო, წელს ნობელის პრემიის დაჯილდოება ოსლოში არ გაიმართა.