გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ სამშობლოში 300 000-ზე მეტი სირიელი დაბრუნდა
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ 300 000-ზე მეტი სირიელი დაბრუნდა სამშობლოში.
სააგენტოს ახალი კვლევის თანახმად, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ერთ მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი აპირებს დაბრუნებას. მათ შორის, დაახლოებით 600 000 ადამიანი დაბრუნებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გეგმავს.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა გამოხატა დაბრუნების ძლიერი სურვილი, კვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, მათ შორის შეზღუდული ჰუმანიტარული დახმარება, დასაქმების შესაძლებლობები და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, საცხოვრებელი რჩება უდიდეს გამოწვევად, სირიელი რესპონდენტების 80% აცხადებს, რომ მათი სახლები მძიმედ დაზიანდა ან განადგურდა.
ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, თურქეთში მცხოვრები 133 000 სირიელი დაბრუნდა მშობლიურ ქვეყანაში.
მისივე თქმით, თურქეთში თითქმის სამი მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებიც სირიიდან 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გაიქცნენ.