გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების სამსახური აცხადებს, რომ ღაზაში საგანგებო ვითარებამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია
გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების სამსახური აცხადებს, რომ ღაზაში საგანგებო ვითარებამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია

ღაზაში საგანგებო ვითარებამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, – ამის შესახებ ღაზაში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების სამსახური წარმომადგენელმა, გეორგიოს პეტროპულოსმა განაცხადა.

როგორც პეტროპულოსმა აღნიშნა, ისრაელის მთავრობის ბრძანებით უნდა მოხდეს ხალხის ევაკუაცია. მისივე თქმით, რაფაჰიდან 110 000-ზე მეტი დევნილი უნდა გადავიდეს ჩრდილოეთით.

როგორც პეტროპულოსმა აღნიშნა, ღაზაში მიმდინარე ომის გამო ამ ხალხის უმეტესობას გადაადგილება ხუთჯერ და ექვსჯერაც კი მოუწია.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადასასვლელის დახურვამ გამოიწვია საწვავის, მარაგებისა და ჰუმანიტარული პერსონალის გადაადგილების შეზღუდვა. ასევე, ამან იმოქმედა სამედიცინო ევაკუაციაზეც“, – აღნიშნა პეტროპულოსმა.

მისივე თქმით, ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა თუ ვერ მოიძებნება, მაშინ გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის საქმიანობა მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეჩერდება.