გაერო-ს გენერალური მდივანი რუსეთსა და თურქეთს სირიის იდლიბის პროვინციაში ვითარების სტაბილიზაციისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალური მდივანი რუსეთსა და თურქეთს სირიის იდლიბის პროვინციაში ვითარების სტაბილიზაციისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი რუსეთს და თურქეთს სირიის იდლიბის პროვინციაში ვითარების სტაბილიზაციისკენ მოუწოდებს.

ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, თავიდანვე ნათელი იყო და რვა წლის შემდეგაც ცხადია, რომ სირიის კონფლიქტი პოლიტიკური გზებით უნდა მოგვარდეს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა იდლიბში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ არსებულ სიტუაციაში მშვიდობიანი მოსახლეობა ყველაზე დიდ საფასურს იხდის.

„ვითარება განსაკუთრებით საშიშია, რადგან იზრდება სუბიექტების რაოდენობა. ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ ტერორიზმთან ბრძოლის დროსაც კი აუცილებელია საერთაშორისო სამართლის სრული დაცვის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული უფლებების მიმართულებით“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

იდლიბის პროვინცია თურქეთისგან მარდაჭერილი ამბოხებულების ბოლო დასაყრდენია. რეგიონში ასევე აქტიურია რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაციაც.