გაერო-ს გენერალური მდივანი - მსოფლიო ძველი და ახალი საფრთხეების წინაშეა
გაერო-ს გენერალური მდივანი - მსოფლიო ძველი და ახალი საფრთხეების წინაშეა

მსოფლიო ძველი და ახალი საფრთხეების წინაშეა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა კვირას, შვედეთის ქალაქ უფსალაში გამართულ ყოველწლიურ ლექციაზე განაცხადა.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, როგორც ბოლოდროინდელი კლიმატის ცვლილებები, ასევე უკვე ტრადიციად ქცეული ბირთვული და ქიმიური იარაღის პრობლემები ერთნაირ საშიშროებას წარმოადგენს მსოფლიოსთვის.

ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა ბოლოდროინდელი მიღწევები ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული იარაღის წარმოების შეჩერების მიმართულებით, თუმცა ამავდროულად შეშფოთება გამოთქვა ირანთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა, ​ურანის მოპოვების ოპერაციები განაახლოს, თუ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება დაირღვევა.

პორტუგალიელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ კიბერომები უკვე მეინსტრიმის ნაწილია და ჟენევის კონვენციები უნდა ადაპტირდეს ამ რეალობასთან.