გაერო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს ისრაელისა და პალესტინელების ლიდერებს, სერიოზულად იმუშაონ კონფლიქტის დაძლევაზე
გაერო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს ისრაელისა და პალესტინელების ლიდერებს, სერიოზულად იმუშაონ კონფლიქტის დაძლევაზე

გაერო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს ისრაელისა და პალესტინელების ლიდერებს, სერიოზულად იმუშაონ კონფლიქტის დაძლევაზე. ასე გამოეხმაურა ანტონიო გუტერეში ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაეხმარონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ღაზას სექტორის მცხოვრებლებს.

„მივესალმები ღაზასა და ისრაელს შორის 11-დღიანი ძალადობის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტას. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს. მივესალმები ეგვიპტისა და ყატარის ძალისხმევას, რომელიც მათ გასწიეს გაერო-სთან კოორდინაციით, რათა ღაზას სექტორში და ისრაელში მშვიდობა აღდგენილიყო. მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტა. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, იმუშაონ გაერო-სთან, რათა შეიქმნას ინტეგრირებული და გაძლიერებული მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მხარს დაუჭერს სწრაფ და მდგრად აღდგენას, დაეხმარება პალესტინელ ხალხს და განამტკიცებს მათ ინსტიტუტებს. ხაზს ვუსვამ, რომ ისრაელის და პალესტინელების ლიდერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, სიმშვიდის აღდგენის გარდა დაიწყონ სერიოზული დიალოგი, რომელიც გადაჭრის კონფლიქტის მიზეზებს“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.