გაერო-ს გენერალური მდივანი - კორონავირუსის გარშემო დეზინფორმაციის საშიში ეპიდემია ვრცელდება
გაერო-ს გენერალური მდივანი - კორონავირუსის გარშემო დეზინფორმაციის საშიში ეპიდემია ვრცელდება

გაერო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსის გარშემო მსოფლიოში დეზინფორმაციის საშიში ეპიდემია ვრცელდება.

ანტონიუ გუტერეშის თქმით, პანდემიის დროს ადამიანები უნდა გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად „კოვიდ-19“-ის გარშემო უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

„ინტერნეტით ვრცელდება ყალბი ახალი ამბები და შეთქმულების თეორიები“, – განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, „ზიზღი, ვირუსის მსგავსად ვრცელდება და შეცდომაში შეჰყავს ადამიანები“. გუტერეშის განცხადებით, ამ სიტუაციაში „ვაქცინა“ უნდა იყოს მეცნიერებისადმი ნდობა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე შეაქო ჟურნალისტები, რომლებიც ინფორმაციას გადაუმოწმებლად არ ავრცელებენ.

„ადამიანები შეშინებულები არიან. მათ სურთ იცოდნენ, რა გააკეთონ და ვის მიმართონ რჩევისთვის. ინფორმაციის დამახინჯება და სამეცნიერო ფაქტების განზრახ უარყოფა, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.