გაერო-ს გენერალური მდივანი ირანსა და აშშ-ს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

01:37, 18.08.2026

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ირანსა და აშშ-ს მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებისა და სამხედრო მოქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

გაერო-ს პრესმდივანმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ გუტერეში მხარეებს მოუწოდებს, შეამცირონ ბოლო დღეებში გამწვავებული რიტორიკაც.

„მისი გზავნილი იგივეა, რასაც კონფლიქტის დაწყებიდანვე იმეორებს – ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. ის მოუწოდებს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და შეერთებულ შტატებს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები მშვიდობიანი და მდგრადი შეთანხმების მისაღწევად, თავი აარიდონ სამხედრო მოქმედებებს და ასევე შეამცირონ ის რიტორიკა, რომელსაც ბოლო დღეებში ვისმენთ“, – აღნიშნა დუჟარიკმა.

მსგავსი