გაერო-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანსა და სომხეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აზერბაიჯანსა და სომხეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ანტონიუ გუტერეშის პრესსპიკერის თქმით, გაერო ყურადღებით აკვირდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობას და შეშფოთებას გამოთქვამს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის კატასტროფა იქნებოდა“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 12 ივლისს უკიდურესად დაიძაბა. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს აქვს დანაკარგი.