გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი მარია ფერნანდა ესპინოზა გარსესი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, მისთვის იმედისმომცემია ქალის როლის გაძლიერების ხილვა.

„ჩემი გულითადი მილოცვა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს. ყოველთვის იმედისმომცემია ქალთა როლის გაძლიერების ხილვა. გაერო მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას”,-წერს მარია ფერნანდა ესპინოზა გარსესი „ტვიტერში“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.  მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.