გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრა იგეგმება
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრა იგეგმება.
როგორც რუსული მედია წერს, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება.
„ამჟამად გენერალური ასამბლეის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების გრაფიკზე ვმუშაობთ. იქ ბევრი შეხვედრა იქნება. ეს სერგეი ლავროვის გენერალურ ასამბლეაზე დასწრების სტანდარტული მახასიათებელია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მაღალი რანგის ზოგადი დებატები 22-26 და 28 სექტემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.