გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნის სამკურნალოდ სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ გადაყვანა
გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნის სამკურნალოდ სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ გადაყვანა

გაერო-ს ექსპერტები ამბობენ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მკურნალობის მიზნით, სასწრაფო წესით საზღვარგარეთ არის გადასაყვანი. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გაავრცელეს.

მათი თქმით, ნავალნი არასათანადო პირობების მქონე დაწესებულებაში იმყოფება და მასთან სანდო ექიმებს არ უშვებენ.

„ძალიან შეშფოთებული ვართ, რომ ბატონი ნავალნი ახლა იმყოფება ისეთ პირობებში, რომელიც შეიძლება, გავუთანაბროთ წამებასა და სასტიკ, არაჰუმანურ მოპყრობას. დაწესებულება, სადაც ოპოზიციონერი იმყოფება, საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. საერთაშორისო კანონმდებლობით, დაკავების შემდეგ პატიმრობაში მყოფი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს“, – აცხადებენ ექსპერტები.

ნავალნიმ მარტის ბოლოს შიმშილობა დაიწყო. ამ გზით ის ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მასთან მკურნალ ექიმებს არ უშვებენ.

დატოვე კომენტარი