გაერო-ს ცნობით, 2014 წლიდან დღემდე დონბასში 3 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
გაერო-ს ცნობით, 2014 წლიდან დღემდე დონბასში 3 300 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. განახლებული ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 9 ათასამდე ადამიანი დაიჭრა, 1 მილიონ 300 ათასი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
გაერო-ში ასევე აღნიშნავენ, რომ დონბასში გაჩნდა ე.წ. გამყოფი ხაზი, რომლის სიგრძეც 427 კილომეტრია. ამის გამო, დონბასის მცხოვრებლებს „ძირითადად სერვისებთან წვდომა შეეზღუდათ“. საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დღეს დახმარება 3,5 მილიონ უკრაინელს სჭირდება.