გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - მოხარული ვარ, რომ დღეს ავიცერი, თანაც ახალციხეში, ვიდრე ყველა არ აიცრება, დაავადებისგან დაცული არავინ ვიქნებით
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - მოხარული ვარ, რომ დღეს ავიცერი, თანაც ახალციხეში, ვიდრე ყველა არ აიცრება, დაავადებისგან დაცული არავინ ვიქნებით

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი აცხადებს, რომ დღეს ახალციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაბალი აქტივობაა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მოსახლეობას მოუწოდებს, იაქტიურონ, ვინაიდან როგორც ხალილი ამბობს, ვაქცინაცია პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზაა

„მოხარული ვარ, რომ დღეს ავიცერი, თანაც ახალციხეში. ახალციხესა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საკმაოდ დაბალი აქტივობით გამოირჩევა კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით. ვიდრე ყველა არ აიცრება, მანამდე არავინ არ ვიქნებით დაცული ამ დაავადებისგან, ინფექციისგან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აქტიურად აიცრას ხალხი, რადგანაც ეს არის ერთადერთი გზა, რათა დავამარცხოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, გაიხსნას ყველა დაწესებულება და ვიცხოვროთ ძველებურად“, – განაცხადა ღასან ხალილმა.

ამასთან, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ახალციხის სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.

„ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, რომელიც დამეხმარა ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ ორი დღის განმვალობაში ვხვდებოდით სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელს. ისინი იყვნენ რელიგიური ლიდერები, ექიმები. გვინდოდა, ვაქცინაციისკენ მოგვეწოდებინა, წაგვეხალისებინა ვაქცინაციის პროცესი, რადგანაც ვაქცინაცია არის ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად. ამიტომ, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ყველას ვაქცინაციისკენ. ყველა ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოსაყენებლად დადასტურებული და ხელმისაწვდომია, არის კარგი“, –  განაცხადა ღასან ხალილმა.