გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი დევნილად იქცა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი დევნილად იქცა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.
„რამდენადაც ოჯახები ტოვებენ ყველაფერს, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ბავშვებს ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და დაცვის მომსახურების დახმარებით. მშვიდობა ყველა ბავშვისთვის“, – ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებაში.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, უკრაინაში მცხოვრები 7.5 მილიონი ბავშვიდან, ომის გამო საცხოვრებლის იძულებით დატოვება 4.3 მილიონამდე ბავშვს მოუწია.
One month of war has displaced half of Ukraine’s children.
As families leave everything they know behind, UNICEF is supporting children with mental health and protection services.#ForEveryChild, peace. pic.twitter.com/y5NtbHp6QX
— UNICEF (@UNICEF) March 24, 2022