გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიაზე მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიაზე მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიაზე სიტყვით მიმართვისას გააკეთა.

„თურქეთი განაგრძობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების მხარდაჭერას, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება საქართველო ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იქნება დაცული“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ასევე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ყირიმის უკრაინის ნაწილად მიიჩნევს.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ყირიმელი თათრების მისწრაფებას, იცხოვრონ თავისუფლად და უსაფრთხოდ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.