გაერო - მომავალ წელს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 22.5 მილიარდი დოლარია საჭირო
გაერო - მომავალ წელს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 22.5 მილიარდი დოლარია საჭირო

2018 წელს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 22.5 მილიარდი დოლარია საჭირო. ამის შესახებ გაეროში განაცხადეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ სირიისა და იემენისთვის არის აუცილებელი. დახმარების საჭიროება გაზრდილია აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოშიც.

გაეროში ამბობენ, რომ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მიზეზით 5%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

7 მილიარდზე მეტია საჭირო ომისგან განადგურებული სირიის დასახმარებლად – 3.5 მილიარდი ქვეყნის შიგნით, 4.2 მილიარდი დოლარი კი მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები რეგისტრირებული 5.4 მილიონი სირიელი ლტოლვილისთვის.

იემენის დასახმარებელი თანხა 2.5 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, სადაც გადაუდებელი დახმარება 11 მილიონ ბავშვს ესაჭიროება.