გაერო-მ სუდანში ჰუმანიტარულ საკითხებში კოორდინატორი მარტინ გრიფიტსი გაგზავნა
გაერო-მ სუდანში ჰუმანიტარულ საკითხებში კოორდინატორი მარტინ გრიფიტსი გაგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა ბრიფინგზე დაადასტურა.
ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსი სუდანში სამშაბათს ჩავა. ამჟამად ის ნაირობიში იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა კენიის პრეზიდენტთან, უილიამ რუტოსთან და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მელანი ჯოლისთან, რა დროსაც სუდანში მიმდინარე ამბებს „კატასტროფული“ უწოდა.
„გრიფიტსი სუდანში გაიგზავნა, რათა მოიკვლიოს, თუ როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ მილიონობით ადამიანს, რომელთა ცხოვრებაც სუდანში მიმდინარე ბრძოლების გამო თავდაყირა დადგა“, – განაცხადა გაერო-ს სპიკერმა.