გაერო – ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა
Displaced Palestinians shelter in a cemetery, as Gaza health ministry announced that death toll has surpassed 40,000, amid the Israel-Hamas conflict, in Khan Younis, in the southern Gaza Strip, August 15, 2024. REUTERS/Hatem Khaled
გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დუჟარეკის განცხადებით, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა.
როგორც სტეფან დუჟარეკი აღნიშნავს, მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 200 000 ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული. მისი თქმით, ღაზაში შესული დახმარება არ არის საკმარისი იქ მცხოვრები 2,1 მილიონი ადამიანისთვის.
„დარტყმები გრძელდება ღაზას მასშტაბით, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც ბოლო ნაწილობრივ მოქმედ საავადმყოფოში, ალ-ავდაში ევაკუაცია გამოცხადდა. თავდასხმები ასევე გრძელდება სამხრეთით, დეირ ალ-ბალაჰში, ალ-ბარაჯისა და ალ-ნუსრას ბანაკების რაიონებში. ჩვენ გვსურს, რომ ხალხის ტანჯვა შემსუბუქდეს“, – განაცხადა გაერო-ს პრესსპიკერმა.