„გაძეტა დელო სპორტი“ - მომავალ სეზონში „ბარსელონას“ მწვრთნელი ჩავი გახდება
„გაძეტა დელო სპორტი“ - მომავალ სეზონში „ბარსელონას“ მწვრთნელი ჩავი გახდება

„გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ საკუთარ „ტვიტერში” დაწერა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა 2021 წლის ზაფხულში მთავარ მწვრთნელად ჩავის დანიშვნას გეგმავს.

პარალელურად, „ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ილაპარაკა კატალონურ გრანდში მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შესაძლებლობაზე.

41 წლის ჩავი, რომელმაც „ბარსელონაში” გატარებულ 17 წელიწადში 25 ტიტული მოიგო, ამ მომენტისთვის ყატარის „ალ-სადს“ ავარჯიშებს.

“დღეს „ალ-სადის“ მწვრთნელი ვარ და ჩემი საქმეები აქ კარგად მიდის. ყატარის ერთ-ერთ უდიდეს კლუბს ვავარჯიშებ.

ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ჩემში ყველა „ბარსელონას“ მწვრთნელს ხედავს და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ კლუბსა და მის ამჟამინდელ მწვრთნელს რონალდ კუმანს. მათ საუკეთესოს ვუსურვებ.

არ მინდა სიმართლის დამალვა – რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი ვიყო „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი. ეს ბევრჯერ მითქვამს. რაც თავი მახსოვს, „ბარსელონას“ ვგულშემატკივრობ.

მალე საპრეზიდენტო არჩევნებია, მოდით ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ჩავიმ ფიფას ოფიციალურ გვერდზე.