გადი აიზენკოტმა, რომელსაც ახალი მთავრობის ფორმირება დაევალა, ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებებზე მიიწვია
ისრაელში პარტია „იაშარის“ ლიდერმა, გადი აიზენკოტმა, რომელსაც ახალი მთავრობის ფორმირება დაევალა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებებზე მიიწვია.
აიზენკოტის პარტიის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს „შესაძლებლობის ფარგლებში ყველაზე ფართო მთავრობის შექმნას“.
მათივე თქმით, მოლაპარაკებების ჯგუფი შეთანხმების მისაღწევად ყველა შესაძლო გზას განიხილავს და „გაბედულ ინიციატივებს“ წარადგენს.
ორმა პარტიამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გასულ კვირას გამართა, თუმცა პროგრესს ვერ მიაღწია. მას შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს ერთიანი მთავრობის შექმნის პროცესში არასაკმარისი ჩართულობისკენ მიუთითეს.
ცნობისთვის, აიზენკოტს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის დეკემბრის დასაწყისამდე აქვს ვადა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ვერც მისმა და ვერც ნეთანიაჰუს ბლოკმა ქნესეთში, რომელიც 120 მანდატს აერთიანებს, უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ნეთანიაჰუს ბლოკმა 53 მანდატი მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა ბლოკმა პარტია „იაშარის“ ხელმძღვანელობით – 48.