გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სანქციებთან დაკავშირებით დაგვამახსოვრდება მომენტი, ევროკავშირში ვინ შეძლო წინსვლა, რუსეთისთვის მკაფიო შეტყობინების გაგზავნა და ვინ დაიხია უკან
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სანქციებთან დაკავშირებით დაგვამახსოვრდება მომენტი, ევროკავშირში ვინ შეძლო წინსვლა, რუსეთისთვის მკაფიო შეტყობინების გაგზავნა და ვინ დაიხია უკან

მთელი კავშირი ვართ ერთი წევრი ქვეყნის ტყვეობაში, რომელიც არ გვეხმარება კონსენსუსის მოძებნაში, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

მან ვითარებიდან გამოსავლის გზებზეც ისაუბრა.

„სანქციებთან დაკავშირებით ეს მომენტი ასევე დაგვამახსოვრდება – ევროკავშირში ვინ შეძლო წინსვლა, რუსეთისთვის ძალიან მკაფიო შეტყობინების გაგზავნა და ვინ დაიხია უკან. სამწუხაროდ, ჩვენ, მთელი კავშირი ვართ ერთი წევრი ქვეყნის ტყვეობაში, რომელიც არ გვეხმარება კონსენსუსის მოძებნაში. ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება, იყოს უკრაინის დახმარება, რომ ჩაეხსნას რუსულ ნავთობს და გაზს, რადგან როგორც ვიცით, წევრი ქვეყანა, რომელიც არ გვეხმარება გამოსავლის მოძებნაში, დამოკიდებულია უკრაინისგან ტრაფიკზე. ასე რომ, თუ ტრაფიკი შეწყდება უკრაინიდან, სანქციების საკითხი მაშინვე გადაწყდება“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.