გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ქვეყანას, რომელიც ჯდება კრიტერიუმებში, ევროპა ღია კარს უტოვებს, თავადაც ეს პროცესი გავიარეთ და ახლა ევროკავშირის წევრი ვართ, საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები, იარეთ ამ გზით

ქვეყანას, რომელიც ჯდება კრიტერიუმებში, ევროპა ღია კარს უტოვებს, თავადაც ეს პროცესი გავიარეთ და ახლა ევროკავშირის წევრი ვართ, საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები, იარეთ ამ გზით, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ავსტრიისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში გამართული ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი​ს თქმით, ლიეტუვა ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ვადასტურებთ, რომ ნებისმიერი ქვეყანას, რომელიც ჯდება კრიტერიუმებში, ევროპა ღია კარს უტოვებს. ჩვენ თავად ეს პროცესი გავიარეთ და გავატარეთ რეფორმები, რომლებიც საჭირო იყო. ახლა ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ იგივე დღის წესრიგი უნდა იყოს ყველგან მიღებული. საქართველომ უნდა განაგრძოს მისი რეფორმები. გთხოვთ, იარეთ ამ გზით. ეს დაგვეხმარება ჩვენ და ეს ასევე დაგეხმარებათ თქვენ მომავალში“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.