გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საკმაოდ ტექნიკური და ბიუროკრატიული პროცესია, ლიეტუვა მზად არის დახმარებისთვის, ჩვენ სამივე ქვეყნის გვერდით ვიქნებით
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საკმაოდ ტექნიკური და ბიუროკრატიული პროცესია, ლიეტუვა მზად არის დახმარებისთვის, ჩვენ სამივე ქვეყნის გვერდით ვიქნებით

ვიმედოვნებ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე სახელმწიფოები შეუერთდებიან სანქციებს უკრაინის მხარდასაჭერად და შეუერთდებიან რუსეთის ქმედებების დაგმობას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებები რაც შეიძლებოდა, რომ გაკეთებულიყო, უკვე გაკეთდა. ლანდსბერგისის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ერთადერთი, რასაც უნდა ველოდოთ, ეს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.

„უკრაინამ უზარმაზარი სამუშაო შეასრულა, რომ დაერღვია ეს ბარიერი, რომელიც მანამდე სამმა ქვეყანამ ვერ გადალახა, ეს უდიდეს ფასად, სისხლის ფასად დაუჯდა, ყოველდღიურად ამის გამო ხალხი იხოცება. მიმაჩნია, რომ ეს დასაფასებელია, რაც გაკეთდა ამის მისაღწევად და ვიმედოვნებ, პარტნიორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შეუერთდებიან სანქციებს უკრაინის მხარდასაჭერად და შეუერთდებიან რუსეთის ქმედებების დაგმობას.

პოლიტიკური განცხადებები რაც შეიძლებოდა, რომ გაკეთებულიყო, უკვე გაკეთდა. ეს ნიშნავს, რომ ერთადერთი, რასაც უნდა ველოდოთ, კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაა, უკრაინით დაწყებული და მე ამას ვემხრობი. ამის გარდა, არსებობს პროცედურები, რომლის დაცვაც საჭიროა. საკმაოდ ტექნიკური და ბიუროკრატიული პროცესია, რომლის გავლაც საჭიროა. ლიეტუვა მზად არის დახმარებისთვის, ჩვენი გამოცდილებით, თუ ჩვენ როგორ გავაკეთეთ ეს, მათ მხარდასაჭერად ჩვენ სამივე ქვეყნის გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.