გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ბალტიის ქვეყნები ერთგული ვრჩებით ტრანსატლანტიკურ კავშირებში საქართველოს გზის მიმართ, მაგრამ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა გაათამაშონ
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ბალტიის ქვეყნები ერთგული ვრჩებით ტრანსატლანტიკურ კავშირებში საქართველოს გზის მიმართ, მაგრამ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა გაათამაშონ

ჩვენ, ბალტიის ქვეყნები, ერთგული ვრჩებით ტრანსატლანტიკურ კავშირებში საქართველოს გზის მიმართ, მაგრამ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა გაათამაშონ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს რეფორმებზე.

„ვფიქრობ, მრავალი კითხვა იქნება მისი მისამართით, ჯერჯერობით არ გვინახავს ისეთი რამ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენ, ბალტიის ქვეყნები, ერთგული ვრჩებით ტრანსატლანტიკურ კავშირებში საქართველოს გზის მიმართ, მაგრამ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა გაათამაშონ“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

კითხვაზე, – „ელოდებით წელს მნიშვნელოვან პარტიონორობას?“ – გაბრიელიუს ლანდსბერგისი პასუხობს: „ბურთი საქართველოს მოედანზეა, ჯერ თამაში არ იგეგმება“.