გაბრიელიუს ლანდსბერგისი - უახლოეს პარტნიორებს უნდა დავუდასტუროთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - უახლოეს პარტნიორებს უნდა დავუდასტუროთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად

ვფიქრობ, რასაც ახლა ვხედავთ უკრაინის საზღვარზე – გაზრდილ მილიტარიზაციას და დამატებითი ძალების განთავსებას, ეს არის ნატო-სთან ვაჭრობა ძალიან მაღალი ფსონებით, რათა გაუქმდეს ის, რაც ნათქვამი იყო ბუქარესტში, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისი თქმით, არანაირ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ნატო-ში რომელიმე ქვეყნის წევრობის საკითხზე.

„ჩვენ მოსკოვს უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი მესიჯი და ასევე, უნდა უზრუნველვყოთ, რომ სასწორზე დევს ჩვენი სანდოობა. ჩვენ ვერ მივატოვებთ 2008 წლის ბუქარესტის დაპირებას. არ არის კონსენსუსი, როდის შესრულდება ეს დაპირება, თუმცა ის უნდა დარჩეს მაგიდაზე და ლიეტუვა ამას მხარს დაუჭერს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ამჟამად არ არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წავიდეთ წინ, თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთს აქვს იმედი, რომ კონსენსუსის არარსებობა უბიძგებს დასავლეთს, დაუბრუნდეს 2007 წლის მდგომარეობას. ასევე, ჩვენ უნდა ვიყოთ უდრეკად, უნდა დავუდასტუროთ უახლოეს პარტნიორებს, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ქმედებებს. ვფიქრობ, გუშინ გენერალურმა მდივანმა ყველაფერი სწორად თქვა, არანაირ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება რომელიმე ქვეყნის წევრობის საკითხზე“, – განაცხადა ლენსბერგისმა.

დატოვე კომენტარი