აზერბაიჯანული „გაბალას“ მწვრთნელმა, ზაურ ჰაშიმოვმა თბილისის „დინამოსთან“ წაგების (0:3) შემდეგ პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ მეტოქემ ერთი თავით აჯობა.
„ჩვენს შეხვედრამდეც ვამბობდი, რომ თბილისის „დინამო“ ძლიერი გუნდია. აზერბაიჯანულ მედიაში არ მინახავს წერილი, სადაც ამას ამტკიცებდნენ, რომ სუსტი გუნდიაო. თუმცა, „გაბალას“ ბევრი ახალწვეული ჰყავს და ჯერ კიდევ შეუთამაშებელი. ამ ყოველივემ ასეთ შედეგამდე მიგვიყვანა“, – ამბობს ზაურ ჰაშიმოვი.
აზერბაიჯანული კლუბის მწვრთნელმა ხორვატი მცველის, ივიცა ზუნიჩის შესახებაც ილაპარაკა, რომელიც თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს.
„ზუსტად არ ვიცით, რა სახის მოტეხილება აქვს. თუმცა, მითხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა აუცილებელად დასჭირდება“, – აღნიშნა ზაურ ჰაშიმოვმა.