აზერბაიჯანული „გაბალას“ ნახევარმცველი ფერნან ფერეიროა იმედოვნებს, რომ მისი გუნდი თბილისის „დინამოსთან“ წაგების (0:2) მიუხედავად, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას თბილისში მოიგებს.
ამის შესახებ ესპანელმა ლეგიონერმა აზერბაიჯანულ გამოცემა „აზერისპორტთან“ ინტერვიუში განაცხადა და პირველ დაპირისპირებაში მარცხი შემთხვევითობად მონათლა.
„პირველ მატჩში მარცხისთვის პასუხის გაცემა შეგვიძლია. ჩვენ საამისოდ თბილისში სწრაფი გოლი უნდა გაიტანოთ და ინტენსიური ფეხბურთი ვაჩვენოთ. მჯერა, რომ გაბალაში დაფიქისრებული მატჩის შედეგი ლოგიკური არ იყო, რადგან თანაბარი თამაში იყო. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ. წინ მინიმუმ 90 წუთია და შეგვიძლია, მეტოქე 2:0 დავამარცხოთ. „დინამო“ კარგი გუნდია, მაგრამ პირველ მატჩში მათ გაუმართლათ“ – განაცხადა ფერნან ფერეიროამ.