ფუტსალში საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტების ვინაობა გაირკვა. ტიტულისთვის „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ „არმიას“ დაუპირისპირდება.
„არმიამ“ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის, პსპ-ს ბარიერი დამაჯერებლად გადალახა (4:1) და ფუტსალის მთავარ ლიგაში სამი სეზონის ჩატარების შემდეგ პირველი ტიტულისთვის იბრძოლებს.
მეორე ნახევარფინალში უმაღლესი ლიგის რეგულარულ სეზონის გამარჯვებული „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ თსუ-ს შეხვდა და 7:4 გაიმარჯვა.
„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ თასის ფინალში არმიას დაუპირისპირდება. მატჩის თარიღი ჯერ უცნობია.
11 მაისს კი ფუტსალის ლიგის პლეი ოფი იწყება. „არმია“ „ილიაუნის“ ეთამაშება, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (კსუ).