ფუტსალის ნაკრების კაპიტანი ტრავმირებულია - შესაძლოა, კუპატაძემ მსოფლიოს შესარჩევის მატჩები გამოტოვოს #1TVSPORT
ფუტსალის ნაკრების კაპიტანი ტრავმირებულია - შესაძლოა, კუპატაძემ მსოფლიოს შესარჩევის მატჩები გამოტოვოს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე ტრავმირებულია და დიდია ალბათობა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გამოტოვოს – ამის შესახებ გამოცდილი მეკარე სოციალურ ქსელში წერს.

„ლატვიის ნაკრების მოთამაშის უხეში თამაშის შემდეგ, რიგის საავადმყოფოში მოვხვდი. მეგონა, გადავრჩი სახის ძვლის მოტეხილობას. მაგრამ თბილისში გაკეთებული კვლევებით, ძვლის მოტეხილობა დადგინდა“, – წერს ზვიად კუპატაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიაში ჩატარებული ტურნირის, რიგის თასის გამარჯვებული გახდა. ლიეტუვასთან მოგებული სასტარტო მატჩის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტურნირის მასპინძელი ლატვია 4:2 დაამარცხა. კუპატაძე ამ შეხვედრაში დაზიანდა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რიგის თასის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.