ფუტსალის ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ თსუ-ს ლიდერი გიორგი ჩიმაკაძე აღიარეს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ პსპ დაამარცხა), გამარჯვებულებს ჩემპიონის თასი საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, გოჩა ჯამარაულმა გადასცა და სეზონის გამორჩეული მოთამაშეებიც დააჯილდოვეს.
ნომინაციების უმრავლესობაში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გუნდის დამრიგებელმა, ავთანდილ ასათიანმა მოიპოვა. საუკეთესო მცველის პრიზი გუნდის კაპიტანმა, შოთა თოფურიამ მიიღო, წლის უნივერსალად ირაკლი თოდუა აღიარეს, ხოლო ვახტანგ ჯვარაშვილი 30 გოლით ლიგის ბომბარდირი გახდა.
ფუტსალის ლიგის დასრულებული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, ლადო ბურდულის გაწვრთნილი „არმიის“ წევრებმა ორი ჯილდო მიიღეს – საუკეთესო მეკარედ ვახტანგ პერუნაშვილი დაასახელეს, ხოლო ოთარ ბერეჩიკიძე – სეზონის თავდამსხმელად.
მიუხედავად იმია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის (თსუ) გუნდი ფინალურ ოთხეულშიც ვერ მოხვდა, სეზონის მოთამაშედ (MVP) მისი ლიდერი გიორგი ჩიმაკაძე აღიარეს, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრია.
შეგახსენებთ, რომ „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ ფინალურ სერიაში პსპ 3:0 (5:1, 4:2, 4:2) დაამარცხა.